| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კავსაძე![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. 1908-1926წწ. მიხეილ კავსაძის გუნდის სოლისტი იყო, საამისოდ ხელს კარგი ხმა უწყობდა; სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით თბილისში გამართულ მრავალ კონცერტში მიიღო მონაწილეობა(აქაც სოლისტი იყო), შესანიშნავ ტენორს მოხდენილად იყენებდა; ბორჯომში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კულტსახლის პასუხისმგებელი მუშაკი იყო, შემდეგ ხელმძღვანელი; გუნდი მუდამ ჰყავდა, გარდა ლოტბარობისა, იქ სახალხო თეტრშიც მუშაობდა; მრავალ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ზოგი თვითონ დადგა, ხოლო მუსიკალური გაფორმება მთლიანად მას ჰქონდა დაკისრებული, რასაც მონდომებით ასრულებდა; 1959 წელს გაზეთი "თბილისი" შეეხო ხანდაზმულ პენსიონერთა სიმღერის ანსამბლს და აღნიშნა ის თავისებურება, რაც ნიკოლოზ კავსაძის გამოცდილებამ და ხალხური სიმღერის ღრმა ცოდნამ შესძინა ძველი, მივიწყებული სიმღერების აღდგენა-გაცოცხლებას; ლოტბარმა ფაქიზად მოუარა ხანდაზმულთა გუნდს, რომელშიც ხალხური სიმღერების გამოცდილი, ძველი ოსტატები მღეროდნენ; მისი ძმები იყვნენ მიხეილ, ანდრო და ლადო კავსაძეები, ხალხური სიმღერების უბადლო მცოდნეები და ხელოვნების მსახურნი; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.114 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

