The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭიჭიკო ბეგალიშვილი

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბეგალიშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1982  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის სკოლა 1928 წელს.

1928 წელს სწავლობდა ქუთაისის თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში. 1933 წელს ამავე თეატრის მსახიობი, ხოლო 1942 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ამირანი, სერაფიონ ბრეგაძე (დ. კლდიაშვილის "უბედურება", "სამანიშვილის დედინაცვალი"); პაჭუტია (მ. გოგოლაშვილის "გულსუნდა"); თავადი გუბაზი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"); ხახული, ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვარლამ სარჯველაძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"); ყოჩაღი აშუღი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ხაფიჩია (პ. სამსონაძის "სალტე"); სოსანა (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"); სპირიდონ მცირიშვილი, გერვასი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"); ტუხა, მუხრან ბატონი (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"); ლუილაჟი (ნ. ზარხის "ჯოი სტრიტი"); რადისტი, მოცეკვავე (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), მეფე (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"). ივანე (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), რაბინი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ბიონდელო (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და სხვა. 1959 წელს მუშაობდა კინოთეატრ "ოქტომბრის" დირექტორად. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.56

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: