შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ვორონინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიკოლსკოე, ყოფილი ტულის გუბერნია, რუსეთი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1893 წელს. 1908–1922 წლებში განაგებდა ზოგადი პათოლოგიის და ბაქტერიოლოგიის კათედრას თავდაპირველად ოდესის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ–სამედიცინო ინსტიტუტში. 1923–1953 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრას, 1944–1960 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. იკვლევდა ანთების მექანიზმებს, ნერვული სისტემის, გულის, სისხლის, მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურ და ზოგადი პათოლოგიის საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ზოოლოგიის დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ბიოლოგიასა და მედიცინაში ვარიაციული სტატისტიკისა და კიბერნეტიკის მეთოდი. ფართოდ იყენებდა ფიზიკის მეთოდებს სისხლის მიმოქცევის შესწავლაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვლადიმერ ვორონინის პირადი ბიბლიოთეკა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ სამეცნნიერო ბიბლიოთეკაში. რუსი პათოფიზიოლოგი, მეცნიერული პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1897), პროფესორი (1908). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.288 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |