Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ვორონინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიკოლსკოე, ყოფილი ტულის გუბერნია, რუსეთი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1893 წელს. 1908–1922 წლებში განაგებდა ზოგადი პათოლოგიის და ბაქტერიოლოგიის კათედრას თავდაპირველად ოდესის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ–სამედიცინო ინსტიტუტში. 1923–1953 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრას, 1944–1960 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. იკვლევდა ანთების მექანიზმებს, ნერვული სისტემის, გულის, სისხლის, მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურ და ზოგადი პათოლოგიის საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ზოოლოგიის დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ბიოლოგიასა და მედიცინაში ვარიაციული სტატისტიკისა და კიბერნეტიკის მეთოდი. ფართოდ იყენებდა ფიზიკის მეთოდებს სისხლის მიმოქცევის შესწავლაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვლადიმერ ვორონინის პირადი ბიბლიოთეკა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ სამეცნნიერო ბიბლიოთეკაში. რუსი პათოფიზიოლოგი, მეცნიერული პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1897), პროფესორი (1908). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.288 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |