The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ვორონიხინი

დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1956  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გატჩინა, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველოგანყოფილება 1907 წელს.

მსახურობდა კავკასიაში - სოჭში(1912–1915), თბილისის ბოტანიკურ ბაღსა(1915) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში(1921). დააარსა სპოროვან მცენარეთა განყოფილებები. 1918 წლიდან შეთავსებით განაგებდა თბილისის ბოტანიკური ბაღის მიკოლოგიის კაბინეტს. სოფლის მეურნეობის უმაღლეს კურსებზე(1919–1921) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(1921–1922) ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ფიტოპათოლოგიის კათედრებს. თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა მიკოლოგიის კურსს(1920). მან შეისწავლა სოკოები და მათ მიერ გამოწვეული ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებები, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის(სსრკ-ის ევროპული ნაწილის) მტკნარი წყლების და შავი ზღვის წყალმცენარეები. ნიკოლოზ ვორონიხინის სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება კავკასიის სპოროვან მცენარეებს. მიღებული აქვს სახელმწიფო  ჯილდოები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1934), პროფესორი (1939), ბოტანიკოს-ალგოლოგი, ფიტოპათოლოგი, ჰიდრობიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.288

ბიბლიოგრაფია

  • Багрянки (Rhodophyceas) Черного моря : (Труды Императорского Санкт-Петербургского общества естествоиспытателей. Отделение ботаники (ავტორი) // 175-356с.. - Санкт-Петербург , "Печ. труд", 1909

გააზიარე: