Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ გომართელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 21 წლის მანძილზე ემსახურებოდა მშობლიური ხალხური ცეკვის ხელოვნებას. 1945-1950წწ. იყო ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი; 1950-1956წწ. მოღვაწეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1955-1956წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის, 1956-1966წწ. - საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლებში სოლისტად. მაღალი ოსტატობით ასრულებდა: "ქართულს", "ოსურს", "ნეტავი გოგოვ", "პაემანი", "უზუნდარა" და სხვა. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.58; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.250 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |