The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გაგნიძე

ჯემალ გაგნიძე
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:1988  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1958 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის (1958-1960), მარჯანიშვილის (1960-1957), რუსთავის (1967-1988) თეატრებში. მის მიერ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში: გრაფი ლამპერტი (გ. პეტროვის "მშვიდობის კუნძული"), მაქს ლესკალიე (ა. ჟერის "მეექვსე სართული"), არჩილ მეტრეველი (გ. შატბერაშვილის "უცნობი ქალი"), ივან კუზმიჩ შპეკინი, ფოსტმეისტერი (ნ. გოგოლის "რევიზორი"); მარჯანიშვილის თეატრში: მონადირე (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), კანჭა ბიჭი (გ. შატბერაშვილის "მკვდრის მზე"), განუგრავა (ლ. ზოდინის "ფეხბურთელები"), ჩეპეკი (ი. ოტჩენაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი"); რუსთავის თეატრში: ბერლოზი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), კირილე მიქაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ციხკარი"), ექიმი (ზ. სკოვრონსკის "მაესტრო"), მომენტალნიკოვი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"), მალხაზ პიტრიშაძე (შ. დადიანის "გუშინდელნი"), რუბენა, ილარიონი (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა", "ზურიკელა"), სოლომანი (ს. კლდიაშვილის "სოლომან მორბელაძე"), პრემიერი (ლ. პირანდელოს "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი"), მალხაზი (გ. იაქაშვილის "ჰორიზონტს იქით"), ფოტოგრაფი (ნ. ხოინსკის "ღამის ამბავი"), ჯაკომო, აგუსტინო (ე. დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება", "ცილინდრი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "წკიპურტები" (ჯემალი, 1973), "ერთი ნახვით შეყვარება" (1975), "გამოაღეთ ფანჯრები" (1981); მეზღაპრე - კირილე ბაბუა (სატელევიზიო ძილისპირულიდან).

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.58; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: