The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნელი კილოსანიძე

ნელი კილოსანიძე
Legal name:ელენე საღინაშვილი
Date of birth:5 November, 1935  (89 years)
Category:Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1957 წლიდან სწავლობდა მოსკოვის შჩუკინის თეატრალურ სასწავლებელში (ვ. ეტუშის ჯგუფი); 1959 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში (აკ. ხორავას ჯგუფი).

1962 წელს მიწვეული იყო გრიბოედოვის თეატრში კეტრინის როლზე ა. მილერის "ხედი ხიდიდან"; 1995 წლამდე ნაყოფიერად მოღვაწეობდა თეატრის სცენაზე; 1995 წლიდან - თეატრალური დისციპლინების პედაგოგი მოსოვის N7 ხელოვნების (თეატრალურ) საბავშვო სკოლაში; 1999-2016წწ. ამავე სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი; ხელმძღვანელობს კოლექტივს "მირაჟი", რომელიც შედგება თეატრალური სკოლის კურსდამთავრებულებისგან.  მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ესმა (გ. წერეთელი "პირველი ნაბიჯი"), ნატაშა (ე. რაძინსკის "104 ფურცელი სიყვარულზე"), ასელი (ც. აიტმატოვის "ჩემო წითელთავსაფრიანო ჩინარო"), გელენა (ზორინის "ვარშავული მელოდია"), ლარისა (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ედიტ პიაფი (ვ. ლეგენტის "ედიტ პიაფი"), მარიამი (ნ. დუმბაძე "მარადისობის კანონი"), ნაზი (მ. ბაიჯიევის "დუელი"), ნინა ლეონიდოვნა, ვიქტოშა (არბუზოვის "ეს ძველი კეთილი სახლი", "ძველი არბატის ზღაპრები"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), დედოფალი ანა (ა. დიუმას "სამი მუშკეტერი"), ქალი (ოსეცკას "ბლის გემო"), რანევსკაია (ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღი"), დორისი (სლეიდის "მომავალ წელს იგივე დროს"), სარე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ანა ვირუბოვა (ლაშერის "რასპუტინი") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.62; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 40

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: