The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუსტინე კალანდაძე

დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1959  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გურია.

სწავლლობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სემინარიაში.

ბავშვობიდანვე მონაწილეობდა სასკოლო გუნდებში, ხოლო სემინარიაში სწავლის დროს, კორნელი მაღრაძის დავალებით ქუთაისის სასწავლებლის გუნდს ლოტბარობდა; ოცი წლის ასაკიდან შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა სკოლებში, უმთავრესად სიმღერა-გალობას; კორნელი მაღრაძის დახმარებით დაეუფლა სანოტო სისტემას; თავისუფლად შეეძლო სიმღერების ნოტებზე გადაღება, რასაც იგი ხანგრძლივი პედაგფოგიური მოღვაწეობის პერიოდში მონდომებით ასრულებდა; 1924 წლამდე კოტე ფოცხვერაშვილის გვერდით ხანგრძლივად მუშაობდა გუნდის სოლისტად, მასწავლებლად და ლოტბარად; შემდეგ დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს პროფსაბჭოს ოთხხმოვან გუნდს; ეს გუნდი ხშირად მართავდა კონცერტებს თბილისში და მის გარეთაც; დიდი ხნის განმავლობაში მუსიკოს დანოვსკისთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების სამინისტროს პედაგოგიური კაბინეტის ქართული მუსიკის სექტორს და პარალელურად ამავე სამინისტროში ასრულებდა საზოგადოებრივი ინსტრუქტორის მოვალეობას სიმღერა-გალობის დარგში; 1945 წლიდან საინგილოში ქართული სკოლების დაარსების შემდეგ სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მხარეში მივლინებულ ქართველ მასწავლებელთა ბრიგადას, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ინგილო ახალგაზრდობას შორის; სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში, თან განაგრძობდა ქალაქის სკოლების მეთოდისტად მუშაობას; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 117

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

გააზიარე: