შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ენერგეტიკოსის სპეციალობით 1931 წელს. 1932-1933წწ. მუშაობდა ბალაშიხის (გორკის ოლქი, რსფსრ) რაიონული თბოელექტროსადგურის ინჟინრად; 1933-1936წწ. - ზესტაფონის ქვესადგურის უფროსად; 1936-1947წწ. ჯერ "რიონჰესის" მთავარი ინჟინერი იყო, შემდგომ - დირექტორი; 1948-1959წწ. დაინიშნა მშენებარე "ხრამჰესის" დირექტორად; 1959-1961წწ. მიწვეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანად, პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად; 1963-1971წწ. იყო მშენებარე "ენგურჰესის" დირექციის დირექტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.126; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 64-65 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |