Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან გაწერელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოსწ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1953-1965წწ. მუშაობდა ქ. ბაქოში, საზღვაო-სანავთობო მშენებლობის ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1967 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის სამრეწველო საწარმოთა მშენებლობის ტრესტის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1969 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "ალაზანმშენის" მთავარ ინჟინრად; 1971-1975წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" უფროსი იყო, შემდგომ კი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეც. სარემონტო სამუშაოების ტრესტის მმართველის მოადგილე. ასევე, იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1982 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე. მოგვიანებით კი, ტრესტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დაინიშნა საწარმოო-ტექნიკური სამსახურის უფროსად; 1988 წელს მივლინებული იყო ანგოლაში "კაპანდაჰესის" მშენებლობაზე სპეც. სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სადაც 3 წელი იმუშავა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.126 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |