The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიული გეგელია

გიული გეგელია
Date of birth:20 July, 1942  (81 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1969წწ. მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორ დამპროექტებლად, შემდეგ კი მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საპროექტო ბიუროში; ამჟამად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტში, არქიტექტურული გეგმარების კათედრის პროფესორი; მისი ძირითადი რეალიზებული ნამუშევრებია: საცხოვრებელი მიკრორაიონი "სანზონა", საცხოვრებელი მიკრორაიონი ბახტრიონისა და იყალთოს ქუჩებს შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი იყალთოს ქუჩაზე (თბილისში), ბაკურიანის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, სამხატვრო გალერეა და "ხსოვნის კლუბი" სენაკში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ნოქალაქევში, რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქცია, მოქანდაკე ე. ამაშუკელის სახლი-სახელოსნო თბილისში, საქალაქო სასამართლოს შენობა და საცხოვრებელი კომპლექსი ქ. ფოთში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში, ფოთში, წყნეთში, მცხეთაში და სხვა; ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა თბილისის ისტორიული რაიონის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის საკითხებზე; მონაწილეობდა კონკურსებში: არაგვის ეპარქიის საკათედრო ტაძარი (II პრემია), ბათუმის ზღვისპირა პარკის და ცენტრის განვითარების პროგრამა (I პრემია), ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი არატრადიციული ენერგიების გამოყენებით (ასპანეთი, კუნძული ტენერიფე) და სხვა; არის 100-ზე მეტი პროექტისა და მშენებარე ობიექტის სამეცნიერო-მეთოდური და საპროექტო ხასიათის გამოკვლევების, თბილისის ისტორიული უბნების მხატვრული შეფასების, ადაპტაციის, ძველი და თანამედროვე განაშენიანების ურთიერთკავშირის დადგენის სფეროში სტატიების ავტორი; მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის საპატიო ჯილდო ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის (2015); მისი გვარი შესულია 2006 წელს გერმანიაში (მიუნხენი) გამოცემულ ენციკლოპედიაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.126-127

Member of Organizations

  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილება, აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი, ახალგაზრდა არქიტექტორთა სექციის თავმჯდომარე (1970-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1969-)

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: