The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზევახი (ჯავახი)

დაბადების თარიღი:1??
გარდაცვ. თარიღი:1??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ზევახი, ჯავახი, ქართლის ერისთავი (პიტიახში) II საუკუნის 30–50-იან წლებში, მეფე ფარსმან II-ის დროს. მოხსენიებულია არმაზის ბილინგვაში, როგორც უდროოდ გარდაცვლილი სერაფიტის მამა. არმაზისხევში აღმოჩენილია მდიდრული სამარხი, რომელიც თვით ზევახს ეკუთვნოდა. უამრავ ძვირფას ნივთს შორის სამარხში აღმოჩნდა ოქროს სარტყელი, რომლის ერთ-ერთი ბალთის თვალზე ამოკვეთილია ახალგაზრდა ქალ-ვაჟის გამოსახულება გარსშემოვლებული წარწერით: "ჯავახ სიცოცხლეა ჩემი კარპაკ". ზევახის მოიხსენებენ აგრეთვე არმაზისხევის კიდევ ერთ მდიდრულ, როგორც ჩანს, ქალის სამარხში ნაპოვნ ბეჭდის თვლის წარწერაში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.339


გააზიარე: