შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. სწავლობდა ჭიათურის პედაგოგიურ ტექნიკუმში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1942 წელს(საგუნდო-სადირიჟორო). ხალხური და ქალაქური სიმღერები თავდაპირველად ოჯახში ისწავლა, ხოლო შემდეგ სკოლის გუნდში სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით; მონაწილეობდა ჭიათურის მუშათა ცენტრალურ კლუბთან არსებული სიმებიანი ორკესტრის თვითმოქმედ წრეში; უკრავდა დომბრაზე, მანდოლინაზე, ქნარზე და ჩელოზე; 1932 წლიდან ჩელოზე დაკვრას თბილისში საკმაოდ კარგად დაეუფლა პროფესორ მინიარის დახმარებით; შემდეგ სწავლა დაიწყო კონსერვატორიასთან არსებულ მუშფაკში და ბოლოს აქვე, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე; პრაქტიკის მისაღებად რადიოკომიტეტის კაპელის მსახიობად მოეწყო; 1945 წლიდან ამავე კაპელის ქორმაისტერად და დირიჟორად გადაიყვანეს; მეორე და მეხუთე მუსიკალურ სკოლებში ასწავლიდა თეორიასა და სოლფეჯიოს; პარალელურად, 1943-1946წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო-საგუნდო კურსების ინსპექტორად მუშაობდა; 1940-1949წწ. იყო მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი თბილისში; რუსთავის საავიაციო სკოლაში უძღვებოდა მომღერალთა გუნდს; იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერი და დირიჟორი; ცენტრალური მუსიკალური ათწლედის დირექციამ მიიწვია საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების თეორიული საგნების მასწავლებლად; 1957 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების ხელმძღვანელი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.119 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |