შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვსევოლოდ ზენკოვიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის (1944–1971) და გეოგრაფიის (1971–1974) ინსტიტუტების ზღვის სანაპირო ზონის ლაბორატორიის გამგე. 1975–1990 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა შავი ზღვის სანაპირო ზონის მორფოლოგიური და დინამიკის ლაბორატორიას. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შავი ზღვის სანაპიროს შემსწავლელი ქართული სკოლა. 1991 წლიდან კვლავ გადავიდა მოსკოვში. ვსევოლოდ ზენკოვიჩს დიდი წვლილი მიუძღვის ზღვის სანაპირო ზონის შესწავლაში, მის მიერ შემუშავებული და დანერგილია კვლევის მრავალი ახალი მეთოდი, დადგენილია სანაპირო ზონაში მიმდინარე თანამედროვე პროცესების კანონზომიერებანი და სხვ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის და 50-მდე სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა. ოკეანოლოგი და გეომორფოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1947). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.356 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |