The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვსევოლოდ ზენკოვიჩი

ვსევოლოდ ზენკოვიჩი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1994  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის (1944–1971) და გეოგრაფიის (1971–1974) ინსტიტუტების ზღვის სანაპირო ზონის ლაბორატორიის გამგე. 1975–1990 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა შავი ზღვის სანაპირო ზონის მორფოლოგიური და დინამიკის ლაბორატორიას. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შავი ზღვის სანაპიროს შემსწავლელი ქართული სკოლა. 1991 წლიდან კვლავ გადავიდა მოსკოვში. ვსევოლოდ ზენკოვიჩს  დიდი წვლილი მიუძღვის ზღვის სანაპირო ზონის შესწავლაში, მის მიერ შემუშავებული და დანერგილია კვლევის მრავალი ახალი მეთოდი, დადგენილია სანაპირო ზონაში მიმდინარე თანამედროვე პროცესების კანონზომიერებანი და სხვ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის და 50-მდე სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა. ოკეანოლოგი და გეომორფოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1947).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.356

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ზღვის ნაპირთა შემსწავლელი კომისია, წევრი (1960-)
  • ზღვის ნაპირების მკვლევართა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1976-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - ლენინური პრემია
  • 1958 - სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების თ. ლიტკეს სახელობის ოქროს მედალი
  • 1956 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (დიდი ვერცხლის მედალი )
  • 1951 - სტალინური პრემია

გააზიარე: