შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემა სტეპანიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ენზელი(ფეხლევი), ირანი. სცენაზე პირველა 1933 წელს გამოვიდა, ერევნის გორკის სახელობის თეატრში; 1936-1942 წწ. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში; 1943 წლიდან იყო თბილისის ადამიანის სახელობის სომხური თატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ამალია (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ანხელა (კალდერონის "უჩინარი ქალი"), ნინა (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ლუბა (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), გაიანე (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ვარდო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), კეკელა (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ნაზიკ (ა. პაპაიანის "დიდი ქორწილი"), სარა (ნარ-დოსის "მოკლული მტრედი"), იულინკა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), ოფელია (შექსპირის "ჰამლეტი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.62; кино-театр.ру-ს პორტალი: www.kino-teatr.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |