The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ვასაძე

ომარ ვასაძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 2020  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალა, ქობულეთის რაიონი.

ცეკვა დაიწყო სკოლის თვითმოქმედ ანსამბლში. შემდეგ ქობულეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის მოცეკვავე იყო; სხვადასხვა დროს ეწეოდა ქორეოგრაფიულ მუშაობას ხულოს სასოფლო კლუბში, ხუცუბნისა და ქაქუთის კულტურის სახლებში, ქობულეთის მოსწავლეთა სახლში და სხვა; 1957 წელს აჭრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის მეექვსე ფესტივალში; მუშაობდა ქობულეთის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოებისა და ანსამბლ "ჩონგურის" ქორეოგრაფად და მოცეკვავედ. ქორეოგრაფი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე 14-ჯერ გახდა ლაურეატი, 10-ჯერ ოქროს, 3-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1995. -გვ.63; ქობულეთის საინფორმაციო პორტალი qobulet.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწიყნვალების ორდენი
    ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის
  • 2011 - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოქროს მედალი და სიგელი
  • 1961 - აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებელთა მეოთხე და მეხუთე რესპუბლიკური კონკურსის პირველი ადგილი და ოქროს მედალი

გააზიარე: