Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ალა, ქობულეთის რაიონი. ცეკვა დაიწყო სკოლის თვითმოქმედ ანსამბლში. შემდეგ ქობულეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის მოცეკვავე იყო; სხვადასხვა დროს ეწეოდა ქორეოგრაფიულ მუშაობას ხულოს სასოფლო კლუბში, ხუცუბნისა და ქაქუთის კულტურის სახლებში, ქობულეთის მოსწავლეთა სახლში და სხვა; 1957 წელს აჭრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის მეექვსე ფესტივალში; მუშაობდა ქობულეთის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოებისა და ანსამბლ "ჩონგურის" ქორეოგრაფად და მოცეკვავედ. ქორეოგრაფი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე 14-ჯერ გახდა ლაურეატი, 10-ჯერ ოქროს, 3-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლების მფლობელი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.63 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |