The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ჩარკვიანი

დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1976  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

1909-1919წწ. სწავლობდა ქუთაისის ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში.

სახვადასხავა წლებში მსახიობად მუშაობდა: ფოთის (1920-1922), სოხუმის (1922-1923), ქუთაისის (1923-1928 და 1929-1935), ჭიათურის (1928-1929), მარჯანიშვილის (1935-1951), რუსთაველის (1952-1966) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნაყომი (გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"), დედა (პ. სამსონაძის "სალტე"), პატკულია, ნადია (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", "შური"), თამარი (ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), კაკალა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გინატრე, ხორეშანი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ჩატეხილი ხიდი"), მელანო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ესთერი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დედოფალი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), დონა ანნა (ა. პუშკინის "ქვის სტუმარი"), პრასკოვია (ვ. შკვარკინის "უბრალო გოგონა"), ფადიმე (გ. მდივნის "პარტიზანები"), რებეკა (ა. მილერის "სეილემის პროცესი"), ნინო (თ. ჭილაძის "აკვარიუმი"), შუშანა (გ. სუნდუკიანი "პეპო"), პელაგია, მართა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), მაიკო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), დედა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), დედა (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), სანათა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), ირინე (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), მართა (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"). 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: