Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია გეგენავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1963წწ. მუშაობდა სამთო-მომპოვებელ ტრესტ "ჭიათურმანგანუმში" მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1963-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1968-2002წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი, მმართველი; მონაწილეობდა გამამდიდრებელი და ფლოტაციური ქარხნების, ჭიათურის საბაგირო გზების, "მიონის" სამეცნიერო-საწარმოო და თსუ-ს მაღლივი კორპუსების, ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს, ტაბახმელის ბიოკომბინატის, მიუსერის სამთავრობო აგარაკის მშენებლობაში, რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და თბილისის N1 საშუალო სკოლის შენობების სარეკონსტრუქციო-აღდგენით სამუშაოებში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.280 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |