The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯაბაური

გიორგი ჯაბაური
Date of birth:20 December, 1874
Date of death:1962  (at 87 years)
Category:Actor/Actress, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელოსნო სასწავლებელი 1893 წელს და იქვე დაიწყო მუშაობა.

1903-1933 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. სცენაზე პირველად 1891 წელს გამოვიდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლში. ის აქტურ მონაწილეობას იღებდა პირველი სახალხო თეატრის, ე. წ. "ავჭალის აუდიტორიის" დაარსებაში. 1909-1933 წლებში მუშაობდა ზუბალაშვილების მიერ აშენებულ თბილისის სახალხო თეატრში. გ. ჯაბაური ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს: გიჟუა, ნიკალა, ტიმოთე(ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ციმბირელი", "ხანუმა"), გაიოზ ფაღავა (ვ. გუნიას "და-ძმა"), ვანო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ილიკო მენაბდიშვილი (ტრ. რამიშვილის "მეზობლები"), ნიკალა (ი. გულისაშვილის "დრონი მეფობენ"), პეპო, მოსესიანი(გ. სუნდუკიანის "პეპო" და "ხათაბალა"), ჰერტი (ჰეიერმესის "იმედის დაღუპვა") და სხვ. მისი პიესა "მამის ბრალია" 1906 წელს დაიდგა "ავჭალის აუდიტორიაში", 1956 წელს დაიბეჭდა მისი "მოგონებანი", ლექსების კრებული გამოიცა 1906 და 1920 წლებში.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.84

Awards and Honors

  • 1929 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: