Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ კვირკველია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. ექვსი წელი ხელმძღვანელობდა სოფ. ჭიანეთის ხალხური სიმღერების საკოლმეურნეო გუნდს; 1936-1953წწ. ხელმძღვანელობდა გურიანთის გუნდს; 1947 წლის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლისათვის პირველი ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა; მისივე ხელმძღვანელობით ქაქუთის საკოლმეურნეო გუნდი სარაიონო, საოლქო და რესპუბლიკურ დათვალიერებებზე მოწინავეთა შორის იყო და პირველი ხარისხის დიპლომებს ეუფლებოდა; წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბათუმში, ხელმძღვანელობდა სოფელ ლეღვის, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, აჭარის ეთნოგრაფიულ ანსამბლებს; სიცოცხლის ბოლო წლებში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვემო აკეთის კოლმეურნეობის გუნდს ჩაუდგა სათავეში, რომელშიც 70-მდე მონაწილე გააერთიანა; ვარლამ სიმონიშვილთან ერთად აღადგინა რამდენიმე ძველი, დავიწყებული ხალხური სიმღერა; შექმნა საკუთარი სიმღერები: "თვალწარმტაცი გურია", "ბრწყინავს მაისი", "დაუვიწყარ მწვერვალებს", "ოქტომბერი"; აღზარდა მრავალი თვალსაჩინო ლოტბარი და მომღერალი. ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.123 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |