Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დემურ გრიგოლია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი; სანქტ-პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ფაკულტეტი 1969 წელს. 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (45 წელი) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1970-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან არსებული მოსამზადებელი სტუდიის ხელმძღვანელი; 1972 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, რუსეთში, ბალტიისპირეთში, ისრაელში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. მისი შემოქმედებიდან პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრი გამოირჩევა. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფონდში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. მხატვარი-ფერმწერი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |