The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ გედენიძე

Date of birth:15 August, 1949  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1967-1970წწ. მუშაობდა ქუთაისის სამონტაჟო სამმართველოში "ფოლადკონსტრუქცია" ოსტატად; 1970-1972წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" ქუთაისის N2 რკინაბეტონის ქარხანაში უფროსი ლაბორანტი იყო; 1972-1974წწ. სავალდებულო სამხედრო ობიექტების  მშენებლობაზე; 1975-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის N4 სამშენებლო ტრესტის N9 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერი იყო; 1977-1984წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამშენებლო-სამეცნიერო გაერთიანების დასავლეთ საქართველოს სახელოსნოში N1 უბნის უფროსად; ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ შპს "კირითხუროს", რომელიც ძირითადად საქართველოს ეკლესია-მონასტრების რესტავრაციის სამუშაოებს ასრულებს; მისი მონაწილეობით რესტავრირებულია: გელათის ძირითადი ტაძარი, გელათის წმ. გიორგის ეკლესია, უბისის წმ. გიორგის ეკლესია, შესრულებულია ბაგრატის ტაძრის საბოლოო აღდგენითი სამუშაოები - დასავლეთის კარიბჭე, სამხრეთის მკლავი, აღმოსავლეთის ციტადელის კედელი; ხობის დედათა მონასტერი, სეფიეთის ეკლესია, ლიხაურის წმ. გიორგის ეკლესია, სხალთის ეკლესია, გონიოს ციხე, ნიკორწმინდა, ხოტევის წმ. გიორგის ეკლესია; 1995-2008წწ. მუშაობს ბაგრატის ტაძრის კლავების გადახურვაზე, გელათის აკადემიის სრული კონსერვაციის სამუშაოებზე, ხიმშის წმ. გიორგის ეკლესიის (მეორე საბოლოო) რესტავრაციაზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.129-130


Share: