The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ გედენიძე

ზურაბ გედენიძე
Date of birth:10 August, 1943
Date of death:2015  (at 71 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს, ხოლო 1972 წელს ასპირანტურა.

1967-1969წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საგარეჯოს მელიორაციულ ტექნიკუმში ტექნიკური საგნების მასწავლებლად; 1972-1975წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრაზე ასისტენტად; 1975-1990წწ. - კათედრის დოცენტად; 1984-1986წწ. ამავე ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე - დეკანის მოადგილედ; 1990-1999წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის გამგედ; 1999 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტის კათედრის პროფესორი და სს "ჰიდროენერგეტიკის" ტექნიკური დირექტორი. სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკაა: თხელკედლიანი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მდგრადობა, სიმტკიცე და ოპტიმალური დაპროექტება; ძირითადი მნიშვნელოვანი შედეგები მიღებულია მრავალთაღოვან კონტფორსულ და თაღოვან კაშხალებში, აგრეთვე მიწისქვეშა ნაგებობების გარსული ტიპის გადახურვებში და ტურბინის ფრთების გაანგარიშებაში. თავმჯდომარეობდა ფოთის პორტის რეკონსტრუქციის პროექტის საექსპერტო კომისიას (1994); 1994-1995წწ. იყო აჭარის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების გენერალური პროექტის თანაავტორი; 1974-1978წწ. მონაწილეობდა დმანისისა და კახარეთის ჰესების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტებში; 1992-1998წწ. - ჰიდროტექნიკური მშენებლობის სამშენებლო ნორმების შედგენასა და სხვადასხვა საექსპერტო სამუშაოში; 1995-1998წწ. - "ჩირუხ-სანალიაჰესის" დაპროექტებაში, ტურბინების კონსტრუირებასა და ჰესის გასაშვებ-გასამართ სამუშაოებში; 2000 წელს - "ხადორჰესის" (ახმეტის რაიონი) დაპროექტებაში, იყო მისი სათავე კვანძისა (2000) და "ბახვიჰესის" (2002-2003) პროექტების მთავარი ინჟინერი; 1998-1999წწ. მომზადებული აქვს "რუსთავჰესის" (ასპინძის რაიონი) პროექტის ჰიდროტექნიკური ნაწილი, საქართველოს მდინარეებზე მცირე ჰესების 50-მდე საინვესტიციო პროექტი; არის არაერთი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის მონაწილე; ავტორია ჰიდროტექნიკური მშენებლობის საკითხებზე 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოებისა და მეთოდური მითითებების. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.130; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.200

Member of Organizations

  • სამეცნიერო კრებულ "მშენებლობის" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემია, წევრი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს კოლეგია, წევრი

Bibliography


Share: