შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ზვანბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი. 1826 წელს პეტერბურგში სასწავლებლად გააყოლეს აფხაზთა მთავრის ვაჟს, კონსტანტინეს. 1832 წელს უნტეროფიცრის წოდებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. ყირიმის ომში (1853–1856) პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა №11 შავი ზღვის სახაზო ბატალიონს, რომელმაც თურქებთან ენგურის ბრძოლის დროს მთავარი დარტყმა მიიღო და დაკარგა მეთაური – იგი ბატალიონს კონტრიერიშზე მიუძღოდა. მრავალმხრივი განათლების მქონე სოლომონ ზვანბა შესანიშნავად იცნობდა აფხაზეთის მოსახლეობას, ბუნებას. 1852–1855 წლებში გაზეთ "კავკაზში" გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი, კერძოდ, "უბიხთა ზამთრის ლაშქრობები აფხაზეთში", "აფხაზური მითოლოგია, რელიგიური წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები" და სხვ. ზოგი მათგანი იმავე ხანებში ითარგმნა და გამოქვეყნდა გერმანულად. აფხაზი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, რუსეთის არმიის ოფიცერი. 1845 წელს მიღებული აქვს ოქროს დაშნა მამაცობისთვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.- გვ.366 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |