Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ ზვანბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი. 1826 წელს პეტერბურგში სასწავლებლად გააყოლეს აფხაზთა მთავრის ვაჟს, კონსტანტინეს. 1832 წელს უნტეროფიცრის წოდებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. ყირიმის ომში (1853–1856) პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა №11 შავი ზღვის სახაზო ბატალიონს, რომელმაც თურქებთან ენგურის ბრძოლის დროს მთავარი დარტყმა მიიღო და დაკარგა მეთაური – იგი ბატალიონს კონტრიერიშზე მიუძღოდა. მრავალმხრივი განათლების მქონე სოლომონ ზვანბა შესანიშნავად იცნობდა აფხაზეთის მოსახლეობას, ბუნებას. 1852–1855 წლებში გაზეთ "კავკაზში" გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი, კერძოდ, "უბიხთა ზამთრის ლაშქრობები აფხაზეთში", "აფხაზური მითოლოგია, რელიგიური წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები" და სხვ. ზოგი მათგანი იმავე ხანებში ითარგმნა და გამოქვეყნდა გერმანულად. აფხაზი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, რუსეთის არმიის ოფიცერი. 1845 წელს მიღებული აქვს ოქროს დაშნა მამაცობისთვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.- გვ.366 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |