შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოსმან-ფაშა თავდგირიძე![]()
ბიოგრაფიათავდგირიძე ოსმან-ფაშა იყო ქვემო აჭარის მმართველი XIX საუკუნის შუა წლებში. ქობულეთის თავად თავდგირიძეთა პირდაპირი შთამომავალი "აჭარელ ოსმან-ფაშად" წოდებული. ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომების მონაწილე. ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი. მოგვიანებით სტამბოლში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი ნოქთა, რომელთანაც 5 ვაჟი და 1 ქალი შეეძინა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.- გვ.432
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |