The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალა გაჩეჩილაძე

Date of birth:16 November, 1915  (109 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1933 წელს. 1930 წლიდან პარალელურად სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში.

სკოლაში სწავლის დროს ხშირად გამოდიოდა ზესტაფონის დრამატული წრის სპექტაკლებში. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა შემდეგ თეატრებში: 1928-1929, 1929-1930წწ. ზესტაფონის და ჭიათურის თეატრების დასში (ზაფხულის არდადეგებზე), 1930-1933წწ. თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში ("ტრამი"), 1933-1934წწ. ბაქოს ქართულ თეატრში, 1934-1935წწ. გორის სახელმწიფო თეატრში, 1935-1936წწ. ბორჯომის თეატრალურ დასში, 1938-1939წწ. თელავის თეატრში, 1939-1942წწ. თბილისის სანკულტურის თეატრში; 1942-1945წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა კლუბებში მსახიობად და რეჟისორად; 1945-1948წწ. ლანჩხუთის თეატრში, 1947-1949წწ. თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის კლუბის გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად; 1947-1952წწ. ისევ თელავის თეატრში, 1952-1956წწ. საქართველოს კინოსტუდიაში მსახიობად. სულ შესრულებული აქვს 200-მდე როლი, რომელთაგან აღსანიშნავია: ქრისტინე (პ. ირეთელის "ქრისტინე" ე. ნინოშვილის მიხედვით), თებრო (ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), ლამარა (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), ცაბუ, ფოფოდია (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან" და "გუშინდელნი"), კესო (ი. ჭავჭავაძის "ოთრაანთ ქვრივი"), ელიზავეტა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ხატიჯე (კ. კალაძის "ხატიჯე"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), კორენკინა, კრუჩინინა, ლარისა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულოდ დამნაშვენი" და "უმზითვო"), ქსენია, ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ლუიზა (დენერის და კონ მონის "ორი ობოლი"). გრაფინია დე გრანშნი (ბალზაკის "დედინაცვალი"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), მარგარიტა (ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის") და სხვა. მის კალამს ეკუთვნის 10-მდე მცირე ზომის პიესა კლუბებისათვის; თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან, წერდა სტატიებს თეატრალურ მოღვაწეებზე; იყო რადიოს დიქტორი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.65

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

Share: