The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ზალდასტანიშვილი

დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1920  (103 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1930-1938წწ. სწავლობდა თბილისის მე-14 შრომის სკოლაში, შემდეგ დაამთავრა მე-3 საცდელ-საჩვენებელი სკოლა; 1938-1942წწ. სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1943 წელს მუშაობა დაიწყო რადიოკომიტეტში დიქტორად; 1943-1951წწ. იყო სიღნაღის თეატრის მსახიობი, სადაც არაერთი საინტერესო სახე შექმნა და ამასთანავე, როგორც რეჟისორმა, განახორციელა ორი დადგმა: ანანიაშვილის "მესხეთის მიწაზე" და ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"; 1951-1955წწ. ზუგდიდის, ხოლო 1955 წლიდან გორის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ჯენევრა (გოუსა და დოუსოს "ღრმა ფესვები"), პირიმზისა და პირიმთვარისა (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ნელი (გ. ქელბაქიანის "დაგვიანებული სინანული"), მარფა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ქეთევანი (დ. ერისთვის "სამშობლო"), ასია (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), მართა (გ. ერისთვის "ყვარყვარე ათაბაგი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშვენი"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფატი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშვე"), ნინა (მ. ლერმონტოვის "მასკარადი") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: