Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ზალდასტანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1930-1938წწ. სწავლობდა თბილისის მე-14 შრომის სკოლაში, შემდეგ დაამთავრა მე-3 საცდელ-საჩვენებელი სკოლა; 1938-1942წწ. სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1943 წელს მუშაობა დაიწყო რადიოკომიტეტში დიქტორად; 1943-1951წწ. იყო სიღნაღის თეატრის მსახიობი, სადაც არაერთი საინტერესო სახე შექმნა და ამასთანავე, როგორც რეჟისორმა, განახორციელა ორი დადგმა: ანანიაშვილის "მესხეთის მიწაზე" და ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"; 1951-1955წწ. ზუგდიდის, ხოლო 1955 წლიდან გორის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ჯენევრა (გოუსა და დოუსოს "ღრმა ფესვები"), პირიმზისა და პირიმთვარისა (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ნელი (გ. ქელბაქიანის "დაგვიანებული სინანული"), მარფა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ქეთევანი (დ. ერისთვის "სამშობლო"), ასია (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), მართა (გ. ერისთვის "ყვარყვარე ათაბაგი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშვენი"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფატი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშვე"), ნინა (მ. ლერმონტოვის "მასკარადი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.65 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |