The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ჯახუტაშვილი

თამაზ ჯახუტაშვილი
Date of birth:19 November, 1935  (90 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1954 წელს ბათუმში მშრომელთა სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლი, სადაც იგი მომღერლად მიიწვიეს. პარალელურად იგი ცეკვასაც ეუფლებოდა და თავისი შემოქმედებითი მომავალი ქორეოგრაფიულ ხელოვნებას დაუკავშირა. 1955 წელს მიიწვიეს აჭრის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად; 1962-1963წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში; 1964 წლიდან იყო ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხნის კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან - აჭარის კოოპკავშირის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი. იყო ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა მესამე (1967), მეხუთე (1970), მეექვსე (1977) კონკურსების პრიზიორი, მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების საკავშირო ფესტივალის ლაურეატი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ.,1995.-გვ.66; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.294

Awards and Honors

  • 1961 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: