| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ გეთია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახსოფლპროექტში"; 1961-1981წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1971-1973წწ. მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკაში, როგორც ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი კონსტრუქტორი და მონაწილეობდა კაშხალ "სასას" დაპროექტებასა და მშენებლობაში; მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა გააგრძელა თაღოვანი კაშხლების დაპროექტებაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ირაკლი ღუდუშაურის ხელმძრვანელობით; 1975 წელს მივლინებულ იქნა ალჟირში, საბჭოთა კავშირის საელჩოს აპარატში, საკავშირო წყალთა მეურნეობის და მელიორაციის სამინისტროს წარმომადგენლად; 1981-1982წწ. მუშაობდა დოცენტის თანამდებობაზე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის ორგანიზაციის კათედრაზე; 1982 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") სამრეწველო და ხაზოვან ნაგებობათა განყოფილებაში, ხოლო 1987 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "არქმშენინსპექციის" უფროსის მოადგილედ. შემდეგ მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროში განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადეგილედ; 1996 წელს დაინიშნა არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსად; 2000 წლიდან მუშაობდა ჯერ მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, შემდეგ - მეცნიერებისა და კოორდინაციის დეპარტამენტის თავნჯდომარედ (2004 წლამდე); 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარ სამმართველოში მთავარე სპეციალისტად, შემდეგ - განყოფილების უფროსად; ამ პერიოდის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით ექსპერტიზა ჩაუტარდა შემდეგ ობიექტებს: "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენი; მელიორაციული სისტემების რეაბილიტაციის პროექტები (კახეთსა და ქართლში); ფუნიკულიორის რეაბილიტაციის პროექტი (ქ. თბილისში); ქ. ფოთის ნავსადგურის დამცავი მოლის რეაბილიტაციის პროექტი და ა.შ.; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი(1969); მისი საკანდიდატო ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული შედეგები გამოყენებულ იქნა "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის ტექნიკურ პროექტში (სამცენტრიანი თაღები). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.130-131; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 68 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

