The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა გელაშვილი

მარიკა გელაშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამი გელაშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1945  (79 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურა-ქალაქმშენებლობის სპეციალობით 1968 წელს; ვაშინგტონის (აშშ) სტრატფორდის ინსტიტუტი ლანდშაფტის მოწყობის სპეციალობით 2002 წელს.

ორი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" საქართველოს ტერიტორიული დაგეგმარების განყოფილებაში; ბორჯომის დეტალური დაგეგმარების პროექტის შემუშავების პარალელურად, იყო ქ. ბორჯომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე (1991-1995წწ. ), 1995 წლიდან საქართველოს პარლამენტის აპარატის მთავარი სპეციალისტ-კონსულტანტი; 2002-2004წწ. მუშაობდა შპს "ნავთობ-სამეცნიეროს" საპროექტო განყოფილების, ხოლო მოგვიანებით - შპს "მწვანე თითების" არქიტექტორად; მონაწილეობდა საქართველოს არაერთი ქალაქის გენერალური გეგმისა და რაიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში; არის თერჯოლის გენერალური გეგმის, თერჯოლის, ცაგერის, ყვარლის, ხაშურის, ვანის, ქედის რაიონული და ბორჯომის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტების ავტორი; არის ბორჯომის რაიონში მწვანეთა მოძრაობის დაფუძნების ორგანიზატორი;მ უშაობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დედამიწაზე ეროვნული პარკების შექმნის ხელშემწყობ რეგიონულ ჯგუფში, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა და ურბანისტთა კავშირი , წევრი

გააზიარე: