შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი 1950 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"ოპერატორის ასისტენტად. 1956-1990წწ. იყო სტუდიის წამყვანი დამდგმელი ოპერატორი. მთავარი ოპერატორია მხატვრული ფილმებისა: "ჩვენი ეზო" (რ. ჩხეიძე, 1956), "საბუდარელი ჭაბუკი" (შ. მანაგაძე, 1957), "მაია წყნეთელი" (რ. ჩხეიძე, 1959), "განძი" (რ. ჩხეიძე, 1961), "გენერალი და ზიზილები" (მ. ჭიაურელი, 1963), "ზღვის შვილები" (კ. პიპინაშვილი, 1964) "ხევსურული ბალადა" (შ. მანაგაძე, 1965), "ჯვარცმული კუნძული" (შ. მანაგაძე, 1968), "დიდოსტატის მარჯვენა" (ვ. ტაბლიაშვილი, 1969), "როცა აყვავდა ნუში" (ლ. ღოღობერიძე, 1972), "პირველი მერცხალი" (ნ. მჭედლიძე, 1975), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (ყ. მგელაძე, 1975) "გასეირნება თბილისში" (ნ. მჭედლიძე, 1975), "იმერული ესკიზები" (ნ. მჭედლიძე, 1979),"მოხუცი მემანქანე" (თ. გოშაძე, 1981), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (ყ. მგელაძე, 1983), "ბატონი ავანტიურისტები" (ბ. ჩხეიძე, 1985), "წინათქმა" (ზ. ილურიძე, 1986), "პლაჟის ავაზაკი" (ნ. მჭედლიძე, 1987). კინოოპერატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.389; ქართული კინოს პორტალი: geocinema.org.ge; ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 213 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |