The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ გერგაული

იოსებ გერგაული
Date of birth:22 June, 1934  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

1957-1959წწ. განაწილებით მუშაობდა გორლოვკის (დონბასი) ბინათმშენებლობის ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1959 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9  სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების, სამშენებლო სამმართველოს, მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები (გორში, შიდა ქართლისა და მესხეთ-ჯავახეთის რაიონებში): კასპის ცემენტის ქარხნის სიმძლავრეები, ქარხანა "კასპელექტროაპარატი", წისქვილკომბინატი, მაცივარკომბინატი და გორის სახლსაშენი კომბინატი, ხაშურის მინის ტარის ქარხანა, რძის კომბინატი, სასტუმრო "თბილისი", კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლი და სანატორიუმი "მთის ხეობა" (ბორჯომში), სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობები (ბაკურიანში), მსუბუქი მრეწველობის ობიექტი (ახალციხეში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.133


Share: