Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანვერ გეწაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1965წწ. მუშაობდა ქ. პერმში, ქიმიური მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტში არქიტექტორად; 1965-1995წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" არქიტექტორად, შემდეგ ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; 1995-2003წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საპროექტო ბიუროს; 2003-2010წწ. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის განყოფილებას; 2010 წლიდან იყო შპს "არქიტექტურა-2005"-ის არქიტექტორი; 1973-1976წწ. მივლინებული იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; მისი მონაწილეობით თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში დაპროექტდა არაერთი სამრეწველო, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა; მოსკოვის, ლენინგრადის, რიგის, ტალინის, ტაშკენტის, ბაქოს, ერევნის კონფერენცია-სემინარების მონაწილე, სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.134 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |