Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ გეჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი. ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე 1938 წელს, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის დროსაც გაიარა სამსახურებრივი გზა ოცეულის მეთაურობიდან დივიზიის მეთაურის მოადგილობამდე; დემობილიზაციის შემდეგ 1948 წელს დაამთავრა ინსტიტუტი; 1948-1953წწ. მუშაობდა რუსთავის სამშენებლო ორგანიზაციებში სხვადასხვა საინჟინრო თანამდებობაზე; 1954-1965წწ. პარტიულ სამუშაოზე მოღვაწეობდა; 1965 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 1984 წლამდე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.134 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |