შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გვაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო მაგისტრალებისა და საქალაქო გზების სპეციალობით 1971 წელს. 1976-1979წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს ქ. გაგრის N3 საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს აპარატში ინჟინრად, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1987-1992წწ. იყო იმავე სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1987-1992წწ. მთავარი ინჟინერი; 1993-2003წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზაში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს სპეციალისტად; 2006-2010წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად; 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა იმავე დეპარტამენტის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების სამუშაოთა ორგანიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოს; წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.134-135 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |