The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკა ჭელიძე

ლუკა ჭელიძე
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1904
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 1976  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს; ასპირანტურა 1933 წელს.

1926 წელს ქ. ონის ცხრაწლედის დამთავრებისთანავე დაინიშნა სოფელ სხვავის (ამბროლაურის რაიონი) შვიდწლიანი შრომის სკოლის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკის მასწავლებლად; 1933 წლიდან მუშაობას იწყებს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1935-1937წწ. მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში; 1937 წელს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაინიშნა არაორგანული ქიმიის კათედრის გამგედ, სადაც 25 წლის განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობდა სამეცნიერო-პედაგოგიური ბაზის განსამტკიცებლად; იმავე წელს დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდგომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 1938 წელს კი დირექტორად (რექტორად), ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 1962 წლამდე (1937-1962); 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში და მიენიჭა დოცენტის წოდება; 1962 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1966-1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრის გამგედ; კითხულობდა არაორგანული ქიმიის კურსს ქიმიისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე; არის 60-დე შრომის ავტორი; მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ბენტონიტური თიხების გამოკვლევას. პროფესორი (1959). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.29-36

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1931-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: