Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუკა ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს; ასპირანტურა 1933 წელს. 1926 წელს ქ. ონის ცხრაწლედის დამთავრებისთანავე დაინიშნა სოფელ სხვავის (ამბროლაურის რაიონი) შვიდწლიანი შრომის სკოლის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკის მასწავლებლად; 1933 წლიდან მუშაობას იწყებს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1935-1937წწ. მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში; 1937 წელს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაინიშნა არაორგანული ქიმიის კათედრის გამგედ, სადაც 25 წლის განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობდა სამეცნიერო-პედაგოგიური ბაზის განსამტკიცებლად; იმავე წელს დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდგომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 1938 წელს კი დირექტორად (რექტორად), ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 1962 წლამდე (1937-1962); 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში და მიენიჭა დოცენტის წოდება; 1962 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1966-1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრის გამგედ; კითხულობდა არაორგანული ქიმიის კურსს ქიმიისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე; არის 60-დე შრომის ავტორი; მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ბენტონიტური თიხების გამოკვლევას. პროფესორი (1959). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.29-36 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |