Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გვაზავა![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის ჰიდროტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1939 წელს. ჯერ კიდევ ახალბედა ინჟინერი აქტიურად მონაწილეობდა წულიკიძის (ამჟამად ხონის) ჩაის ფაბრიკის მშენებლობაში; 1941-1945წწ. იგი მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; მან ბრძოლებით გაიარა მოსკოვი, უკრაინა, მოლდოვა, უნგრეთი, ავსტრია, ბერლინი; გამორჩეული მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლითა და მადლობის სიგელებით; დემობილიზაციის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება მშვიდობიან შრომით საქმიანობაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმისა და ტყიბულის რაიონის სოფ. ორპირის ჩაის ფაბრიკების მშენებლობაზე; იყო ზუგდიდის ტორფის ქარხნის დირექტორის მოადგილე, ინგირის ჩაის საბჭოთა მეურნეობის, ხეთის, მზიურისა და ხონის მეურნეობის მთავარი ინჟინერი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ეკავა სამმართველოს უფროსის თანამდებობა მშენებლობისა და მომარაგების განხრით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.135 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |