The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი იმნაიშვილი

დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1979  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1936 წელს. 

1936-1938წწ. მუშაობდა ქედის რაიონის სოფ. ხარაულასა და ქობულეთის რაიონის სოფ. სკურას დაწყებითი სკოლების მასწავლებლად. 1938-1940წწ. სწავლობდა ბათუმის თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ყარა იუსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მედოვსკი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), გლახა (ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი"), როსაფი (გ. ჩიტაძის "მირანგულა"), გივი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ლევანი (ავქ. ცაგარლის "ხანუმა"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), სევასტი კაკაბაძე (ა. სამსონაძის "ჩემი შვილი სიმონი"), ჯიბილო (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის "კაცია - ადამიანი?!"), ილიკო (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), ღვთისავარი (ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), რევაზ პირველი (ვ. კანდელაკის "რევაზ პირველი"), ბერი წულუკიძე (ს. შანშიაშვილის "იმერეთის ღამეები"), მამასახლისი (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მწყემსი (სოფოკლეს "ოიდიპოსი"), ბოცმანი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მიშა (კ. სიმონოვის "მედოლე"), ვეზირი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), მამა (ცაო იუს "ტაიფუნი") და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.66

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1949 - აჭარის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: