The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი ოლშანიცკაია

მერი ოლშანიცკაია
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1920  (103 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩრსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე.

1949 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის, ხოლო 1952 წლიდან გრიბოედოვის თეატრის რეჟისორი. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მოვზონის "კონსტანტინე ზასლონოვი", ზელცერისა და ბორონინას "გამოცდა", ა. ოსტროვსკის "უმზითვო", ა. ალიოშინის "დირექტორი", ლ. უკრაინკას "ქვა მბრძანებელი", ა. საფრონოვის "ერთ ქალაქში", ა. კორნეიჩუკის "მაკარ დუბრავა", ი. იანოვსკის "პროკურორის ქალიშვილი", ვ. როზოვის "მარადიული სიყვარული", ჰ. იბსენის "თოჯინების სახლი", მ. მრევლიშვილის "მგზნებარე მეოცნებე", ლ. მიტროფანოვის "გულები უნდა იწვებოდნენ", ე. დე-ფილიპოსი "ფილუმენა მარტურანო", პანიოლისა და ნივუას "ბატონი ტოპაზი", ი. ჩიჯავაძის "თხუნელა", ვ. დარასელის "კიკვიძე", სპექტაკლი-კონცერტი ა. ჩეხოვის ნაწარმოებებიდან, ი. ჭვჭავაძისადმი მიძღვნილი ფილმი-კონცერტი. პარალელურად მოღვაწეობდა რადიოკომიტეტში, იყო მრავალი რადიოდადგმისა და ინსცენირების რეჟისორი, ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ კოლექტივებს თბილისის კიროვის სახელობის ქარხანაში (1955) და სახელმწიფო უნივერსიტეტში (1954-1956); მოსკოვში ხელმძღვანელობდა თეატრალურ სასწავლებელს.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.72; გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის პორტალი: griboedovtheatre.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: