Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჭიჭინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სოფ. დუშეთის ახალგაზრდობის სკოლა 1929 წელს. 1932-1934წწ. გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1934-1948წწ. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართულ თეატრში მსახიობად. 1949-1952წწ. სანკულტურის თეატრში, 1952 წელს ქართული თოჯინების თეატრში მსახიობად და ტექნიკურ რეჟისორად. შესრულებული აქვს მრავალი მთავარი თუ ეპიზოდური როლი, რომელთაგან აღსანიშნავია: ნასყიდა, (ს. მთვარაძის და ბ. გამრეკელის "არსენა მარაბდელი"), ვეზირი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), მუშა (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), ტახი (გ. გოგიჩაიშვილის "ტყის მეგობრები"), ღუტუნა ღორი, ყვინჩილა (ს. ჭეიშვილის "დაიყივლე მამალო"), ლომი (ბ. ჯაფარიძის, ც. ქიტიაშვილის "ფაფარა"), ჯადოსანი და კატა ბაზილო (ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი"), იგელი, წიგნთუხუცესი (დ. ბუზუკაშვილის "ამბავი ბრიყვი ძმობილებისა"), ფიცილა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ქოსატყუილა (ჯ. ნიქაბაძის "ცანგალა"), ქურდი, მგელი (ბ. ნარეკლიშვილის "ცეროდენა"), ალი (მ. ტუბეროვსკის "უცნაური მღვიმე"), კრისტალი (ე. დანკოს "გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში"), გლეხი (ი. ლადას და თ. კარავაევას "ყველაფერი თავდაყირა") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.67 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |