Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ადიკო გვალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუხური, გალის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. 1951-1952წწ. მუშაობდა ზუგდიდის სარემონტო კანტორაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1952-1957წწ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო კანტორაში - მშენებელ ინჟინრად; 1957-1969წწ. ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალურ განყოფილებაში - მთავარ ინჟინრად; 1969-1971წწ. ეგურჰესის მშენებლობაზე - მთავარი სამმართველოს სახელშეკრულებო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსად; 1971-1999წწ. ენგურჰესის სამოქალაქო და საბინაო მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე სამმართველოს; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქ. სოხუმის სამოქალაქო თავდაცვის კაპიტალური ბუნკერის (პიონერთა პარკის ტერიტორიაზე) მშენებლობას; აქტიურად იყო ჩართული სოხუმში, გალსა და კინდღში საცხოვრებელი სახლების, ასევე, ცენტრალური საქვაბე მეურნეობის (თავისი თბოქსელით), კანალიზაციის ქსელის, კაპიტალური კოტეჯებისა და კლუბის მშენებლობაში; მონაწილეობდა ტყვარჩელის თბოელექტროსადგურის რეკონსტრუქციაში და მომსახურე პერსონალისთვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აგებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.136
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |