Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გვასალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმისა (1962წ.) და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. 1966-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენში" - ტექნიკოსად, ინჟინრად; 1973-1977წწ. ამავე სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" თბილისის N3 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხანაში - საამქროს მექანიკოსად, უფროსად, ქარხნის მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად; 1977 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "კურორტმშენის" ბზიფის რკინაბეტონის ნაკეთობათა ექსპერიმენტული ქარხნის მთავარ ინჟინრად; 1980 წელს, რეორგანიზაციის შემდეგ, დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "აფხაზმშენის" ბზიფის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად სადაც მუშაობდა 1992 წლამდე; 1993-1995წწ. შრომითი საქმიანობის შემდეგ ეტაპზე მუშაობდა ქ. მოსკოვში საწარმო "აგრომანქანის" დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1995-1997წწ. დახურული ტიპის სააქციო დირექტორის მოადგილედ; 1997-2004წწ. იყო შპს "მამული-2000"-ის დირექტორის მოადგილე; 2004-2008წწ. დახურული სააქციო საზოგადოება "ჯეთსტროის" გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან არის დახურული სააქციო საზოგადოება "ჯეთ კონსტრაქშენის" დირექტორი მშენებლობის დარგში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.136-137 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |