Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სუზარი გვასალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1976წწ. მუშაობდა ყაზახეთის სსრ-ის ქ. შევჩენკოში, სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1976-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1985-1987წწ. მივლინებით იმყოფებოდა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ ქაბულის სახლსაშენ კომბინატში სამშენებლო მოედნის მთავარ ინჟინრად; 1987-1990წწ. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ფოთის N11 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1990-1998წწ. იყო სამშენებლო ფირმის ვიცე-პრეზიდენტი; 1998-2010წწ. ფოთის ნავსადგურის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარი ინჟინერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.137
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |