The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ გველესიანი

თენგიზ გველესიანი
Date of birth:1950  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1977წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1978-1995წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მთავარი ინჟინერი; 1997-2001წწ. მუშაობდა ქვემო ქართლის რეგიონის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის პროექტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსად, ხოლო 2002-2003წწ. - შპს "პროექტი 2000"-ის სამშენებლო კონსტრუქციების ინჟინერ-კონსტრუქტორად; მისი ავტორობით და მონაწილეობით შესრულებულია მნიშვნელოვანი ობიექტების საპროექტო სამუშაოები, მათ შორის: ხიდები და ხელოვნური ნაგებობები "ადლერი-კრასნაია პოლიანას" საავტომობილო გზაზე, ქ. გაგრის შემოვლითი გზის ხელოვნური ნაგებობები, "ოშხი-ხოროგის" საავტომობილო გზის (ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) ხელოვნური ნაგებობები, "ჩარჯოუ-უმარის" საავტომობილო გზის (თურქმენეთი) ხელოვნური ნაგებობები, "ზაჰესი-კავთისხევი-გორის" წყალგამტარი კომპლექსი, სახიდე გადასასვლელი მდ. მტკვარზე "გლდანი-დიდი დიღმის" შემაერთებელ გზაზე (ქ. თბილისში), სახიდე გადასასვლელი მდ. რიონზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე (ქ. ქუთაისში), სახიდე გადასასვლელი მდ. შულავერზე საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე (მარნეულის რაიონში) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.137-138


Share: